Monday, December 12, 2011

გარემოს დაბინძურება




1.პროექტის სახელი–ეკოლოგია, გარემოს დაბინძურება.
2.პროექტის მოკლე აღწერა– მოსწავლეები იკვლევენ თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გარემოს            დაბინძურებამ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებაზე


.
3.პროექტის სრული აღწერა– მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მიზანს და შევიმუშავებთ გეგმას.       მოსწავლეებს ვყოფ 3 ჯგუფად.
I–ჯგუფი შეხვდება ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებელს, ექიმს და მოიპოვებნ ინფორმაციას თუ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოახდინოს გარემოს დაბინძურებამ ბუნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
II–ჯგუფი– მოიძიებს ინფორმაციას თუ რა ღონისძიებებს მიმართავენ სხვა ქვეყნები რათა გარემოს დაბინძურება აიცილონ თავიდან და შეადარებენ საქართველოში არსებულს.
III –ჯგუფი– შეადგენს ბუკლეტებს და დაურიგებს მოსახლეობას, გარემოს დაბინძურებაზე ინფორმირების მიზნით.
4. მონაწილეთა ასაკი– 15–16 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა–4–5 კვირა.
.
6. მოსალოდნელი შედეგები– მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა– ძიების უნარი, შეძლებენ          ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და მის თვალსაჩინოდ წარმოდგენას. მიხვდებიან რა შედეგი მოაქვს  გარემოს დაბინძურებას და შეეცდებიან არ დააბინძურონ ის.
7. სარგებელი სხვებისთვის– მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას გარემოს დაბინძურებასა და მისი უარყოფითი გავლენის შესახებ.
8.სამუშაო ენა –ქართული.
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი– ბიოლოგია, ქიმია, ისტ.
10. პროექტის ფასილიტატორი– ფიქრია ბუჩუკური.
11. ფასილიტატორის ელ–ფოსტა–fiqria.buchukuri@gmail.com